Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
juska blog

ნუ იდარდებ

ნუ იდარდებ,ბედის ჩიტი მოფრინდება მალე,
ეგებ დღეს რაც ჩაიფიქრე მართლაც ახდეს ხვალე.
კეთილ თხოვნის ასრულებას ცოტა ხანიც უნდა,
ასე იყო განა ერთხელ? ასე იყო მუდამ...
მოვა,მოვა,როცა ახალს უკვე აღარ ელი,
მოვა როცა ქრობას იწყებს იმედები ხვალის,
მოვა როცა დაღლილ ხელით ძირს დაუშვებ ფარდას
და ყვავილებს დააბარებ ბოლო დროთა ამბავს...
გაიღიმე, ბედის ჩიტი მოფრინდება მალე...
ეგებ დღეს რაც ჩაიფიქრე მართლაც ახდეს ხვალე......

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.