Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

თოვლი შენს ბაგეზე შეიშალა

თოვლი შენს ბაგეზე შეიშალა.
წვიმამ მაგ თვალებში გადაიღო.
ვამბობ - მოდი ცრემლი შეგიმშრალოს-ს,
ამბობ ამჯერადაც - არა იყოს.
მე კი ვერ ველევი როგორცარისს,
მინდა სტრიქონებიც ამოვზილო -
ქარში, ამინდებში, საღამოში,
თოვლში, პოეზიით დაოსილო.
ანუ ასეა და ამარიჟებს -
ხვდები, გსურს რომ ლექსიც მიმიტოვო,
ვამბობ - რატომ გინდა გამაგიჟოს-ს,
ამბობ - მიყვარხარ და იმიტომო.
ბოლოს ვეგუები როგორცგინდას,
ადრე არ მჩვეოდა ასეთები,
სახლთან ეჭვებივით მოგროვილა
ქარის წაკითხული გაზეთები.
ჩემს თავს მოთმინებაც ვერ ვასწავლე,
ისეც არაფერი არ გამოდის,
შენ კი ისევ თბები ვნებასავით
წამოდუღებული კაკაოთი.
ხოლო ზამთრის ყოველ გარიჟრაზე,
იჩვევ დილის თოვლი მიითოვო,
ვამბობ - რატომ გინდა გამაგიჟოს-ს?
ამბობ - მიყვარხარ და იმიტომო...



Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.