Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
juska blog

შვილი–გადებული ხიდი მდინარეზე, შვილი–მაღალია ყველა სიმაღლეზე

შვილი–გადებული ხიდი მდინარეზე,


შვილი–მაღალია ყველა სიმაღლეზე

შვილი–მართალი და შვილი–ბრალდებული,

შვილი–ყველა წყლულზე წამლად დადებული


შვილი–სიყმაწვილე,შვილი–აღმაფრენა,

კაცის ბოლო მაინც შვილით დამთავრდება

შვილი–ჯვარი წმინდა,სულის ოქროყანა,

მაგრამ ზოგჯერ მაინც,რთული გამოცანა...

შვილი–მწუხარება,შვილი–სინანული,

მაინც წმინდა კერპი,შვილი–სიყვარული

შვილი–ლოცვა წმინდა,

ფიქრი დაღალული

შვილი დარდი მუდამ გულში დამალული

შვილი–ფრთის შემკვეციც,

შვილი აღმაფრენაც

კაცის ბოლო მაინც შვილით დამთავრდება

დუშმანმა და მტერმა რომ არ გადაგვთელოს

შვილი,შვილი უნდა დედა საქართველოს



Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.