Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

ქვრივი....




მაღვიძარამ გამაღვიძა. მომინდა სადმე შორს მომესროლა, როგორც მაშინ, გადავბრუნებულიყავი და ჩანასახის პოზაში მძინარეს კვლავ გამეგრძელებინა შეწყვეტილი სიზმარი.
მაინც ავდექი, რადგან მაღვიძარა მართალი იყო და ჩემი ცხოვრება კატეგორიული.
თბილად ჩავიცვი. გაპრანჭვაზე არც მიფიქრია, არც სარკეში ჩამიხედავს. დიდი ხანია არ ვიყურები, ხომ ვიცი რასაც მეტყვის ეს ურცხვად პირდაპირი სარკე: “შავი ფერი არასოდეს გიხდებოდა ისედაც შავგრემანს, ამოღამებული თვალები კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შენს საფრთხობელას იერს.”
ოხ, როგორ შემზიზღდა ეს სარკე. ჩემი ცხოვრებასავით ირონიულია ისიც, არადა როგორ მიყვარდა მაშინ, შვლის ნუკრს გავხარო, რომ მეუბნებოდა. სწორად უთქვამთ: სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო.
გავედი გარეთ. ისევ ბნელა, თოვს და საშინელი ქარია.
ის ბრმა მათხოვარი გამახსენდა, გადასასვლელ ხიდთან კიბეებზე რომ ზის დილაობით გარმონით ხელში და მღერის:
“ზამთარია სიცივეა, უშენობა მიჭირს,
მეშინია სიცივისა, ზამთარში რომ იცის…”
მწარედ ჩამეცინა.
ავტობუსიდან ჩამოსვლისას წავბორძიკდი და მეზობლის ბიჭმა ხელი შემაშველა. (იეჭვიანე? გამეცინა. არავის ხიბლავს შვიდი თვის ორსულთან ფლირტი…)
დავიღალე ძალიან. დამღლელი სამუშაო მაქვს, თან ეს პატარაც მთელი დღე წრიალებს. თითქოს უნდა გამამხნევოს მე აქ ვარ, ნუ გეშინიაო, მაგრამ ეს უფრო მღლის.
ოთახში შევედი. ბნელა უკვე. შუქიც ვერ ავანთე, ნათურა გადამწვარა. ერთ დროს ასეთ წვრილმანზე არც ვიდარდებდი. ეხლა კი სწორედ ეს აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რომელიც ყოველღამე მოთმინების ფიალას მივსებს და ცრემლებად გადმომადენს თვალებიდან.
სკამი მოვიტანე და დავდექი. ვერ ვწვდები მაინც. ძალიან მაღლაა ეს ნათურა. მეორე სკამიც მოვიტაანე და ზევით დავადგი. მეშინია ასვლის, რომ ჩამოვვარდე? არა, ჩემს თავს არ ვჩივი, მიჩვეული ვარ ტკივილს, მაგრამ პატარას რომ ეტკინოს?
კარზე ზარია. ის ბიჭი დგას, დღეს რომ ხელი წამაშველა ავტობუსიდან ჩამოსვლისას.
(ისევ ეჭვიანობ? ეჰ, მოგცლია რა!)
სკამებს შეხედა:
-სახლობანას თამაშობ?-ეღიმება.
-არა, ნათურას ვცვლი-მეც გამეღიმა.
ნათურა გამომიცვალა. ძალიან მიხარია, იმ უნიჭო და ზარმაცი ბავშვივით, დავალების წერა რომ ეზარება, “მზრუნველი” დედა დაუწერს და ბედნიერია.
-იცი? ორსული ქალი ყველაზე ლამაზი ქალია მსოფლიოში- მიხარია მისი სიტყვები და ნიშნის მოგებით ვუყურებ სარკეს-არ გინდა ხვალ ჩაიზე დაგპატიჟო?
ჩუმად ვარ, მაგრამ ვიცი, რომ დავეთანხმები.
ეს უკვე მხოლოდ ეჭვიანობა არ არის, ეს სიბრაზეა.
არა უშავს, მიეჩვევი. შენ გგონია მე არ გავბრაზდი, როდესაც ცხოვრებისგან დავიღალეო მომახალე, გულზე ხელი დაიკრიფე და ქვრივი დამარქვი?

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.