Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natomari blog

ათი რჩევა მშობლებს

1 ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინადა. დაეხმარე მას საკუთარი თავის პოვნაში.
2. ნუ მოსთხოვ შენს შვილს საფასურს ყოველივე იმისათვის, რაც მას გაუკეთე. შემნ მას სიცოცხლე მიეცი, რითი უნდა გადაგიხადოს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს და ეს არის მადლიერების შეუქცევადი კანონი.
3. ნუ გადმოანთხევ შენს ბრაზს შენს შვილზე, თუკი გინდა, რომ ტკბილი სიბერე გქონდეს. რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
4. ნუ შეხედავ შენი შვილის პრობლემებს ზერელედ, რაც უნდა არასერიოზულად მოგეჩვენოს ისინი. შესაძლოა, იმ მომენტში მისთვის ცხოვრება უფრო მძიმეც იყოს, ვიდრე შენთვის, რადგან მას გამოცდილება არა აქვს.
5. არასოდეს დაამცირო!
6. ეცადე, ყოველთვის გამონახო დრო შვილებთან ურთიერთობისათვის. გახსოვდეს, რომ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა საკუთარ შვილებთან შეხვედრაა.
7.ნუ დაიტანჯავ თავს იმის გამო, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია შენი შვილისთვის. იმ შემთხვევაში მოსთხოვე შენს თავს პასუხი, თუკი შეგიძლია, მაგრამ არ გააკეთებ.
8.ბავშვი არ არის ტირანი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ეუფლება–ეს არის სათუთი სული, რომელიც ცხოვრებამ მოგაბარა, რათა გაუფრთხილდე და განავითარო.
9. მიიღე და გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი–თუნდაც , ნაკლებად ნიჭიერი ან ნაკლებად იღბლიანი და წარმატებული.
10. შეიგრძენი მასთან ურთიერთობის სიხარული, რამეთუ ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერ–ჯერობით შენთანაა.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline natomari (45)
საქართველო, საქართველო, ქუთაისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.