Saturday, 03. December 2011 Time 21:10.
ჩვენსავე ცოდვებს.. მზე ლივლივებდა, მიიწევდა ზენიტისაკენ, უფლის ბოძებულ ენერგიით მიუწვდომელი, ტაძრის გუმბათზე ღუღუნებდნენ თეთრი მტრედები, სამყარო მიდის თავისი გზით დაუნდობელი... უხილავ გრძნობას გვაკავშირებს ბედის დამწერი, გვარწევს ცხოვრების საშინელი უკუღმართობა, მთელი ცხოვრების მონაპოვარს გრიგალი ანგრევს, თითქოს შევიგრძენ უფლისაგან უკუგანდგომა. წვიმს განუწყვეტლივ, ერთი წამით არაჩერდება, ზეცა ღრუბლებით დაფარულა, სტიქია გოდებს, ,,უფალს სურს ცოდვა გადარეცხოს დედამიწიდან, მაგრამ მდუღარეც ვერ გარეცხავს ამ ქვეყნის ცოდვებს... მუსიკა კვნესის, კეკლუცობენ ვალსის ბგერები, უნაზეს სიოს წამონაბერს სიმშვიდით ვერწყმით, რამდენი ბრძენი ქვეყანაზე დაიარება, მის სულის სიღრმეს უამრავნი ალბათ ვერ ვხვდებით... სამ სათნოებას სთხოვს უფალი ადამიანებს, ნათელღებულებს, თვითეულებს სხეულთ სიწმინდეს, ამაქვეყნიურ მართალ წმინდა სარწმუნოებას, ჩვენსავ ენისას დაოკებას, სიტყვის სიდინჯეს. მიწიერების ცხოვრებითა ცხოვრობს მრავალი, არაფიქრობენ სითბო იგრძნონ დედა ბუნების, ამ მშვენიერი პეიზაჟით დაიტკბონ სული და განიბანონ უკვდავების ნაზი სურნელით. ამ წუთი-სოფლის ვნები ვბორგავთ სნეულებივით, ბაგე ერთს ამბობს და უეცრად გული მეორეს, საშინელია მარტოდ-მარტო თავთან დარჩენა, ყური დაუგდე, გულის თქმისა უნდა გჯეროდეს. თავისუფლების მოპოვება მეტად ძნელია, სტიქიის ძალა მოაგორებს უძლეველ მორებს, ,,უფალს სურს ცოდვა გადარეცხოს დედამიწიდან, მაგრამ მდუღარეც ვერ გარეცხავს ამ ქვეყნის ცოდვებს..
Tags:
|
positive votes: 0 | negative votes: 0
|
average rating: 0 | viewings: 1
|
Write comment: