Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

იცი რომ, ძალიან მენატრები?

იცი რომ, ძალიან მენატრები?განსაკუთრებით საღამოს როცა სულ მარტო ვრჩები ჩემს თავთან ვხვდები ,რომ არ შემიძლია შენი ჩახუტება, მინდა შენს გვერდით ვიყო, როცა შევცქერი ცას, მინდა რომ შენს ლამაზ თვალებს ვუყურო, მინდა ვგრძნობდე შენს სუნთქვას ჩემს კანზე, მენატრება შენი თბილი ხელები და ქვეცნობიერად ვიტანჯები როცა არ შემიძლია შეგეხო, როცა მინდა გითხრა ყველაფერი ის, რაც გულსი მაქვს. როცა მესიზმრები, აღარ მინდა გაღვიძება, მინდა გიყურო, მოგეფერო, და გულში ჩაგიკრა, გამეღვიძება და მაშინ იწყება ჩემი ტანჯვა, თვალებს ვხუჭავ ისევ რომ დაგინახო, არ მინდა სიზმარშიც დაგთმო, მაგრამ არც სიზმრად რჩები ჩემთან, მიდიხარ და მე ისევ მარტო ვარ…. . . მაშინ ვრწმუნდები რომ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა,რომ ვიტანჯებოდე, მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ შენ შორს ხარ და ამის გახსენებაზე უაზროდ ვიტანჯები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.