Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Louise Armstrong - what a wonderful world


სიმწვანეს ვხედავ ხეთა რიგების,
ვარდებიც წითლად ჩვენთვის აქ ხარობს.
და გუნებაში ჩემთვის ვფიქრდები:
მშვენიერია მთელი სამყარო.

ვხედავ ლურჯ ცას და ღრუბლებს – ქათქათას,
კურთხეულ დღეს და ბნელ – წმინდა ღამეს.
ჩემს გუნებაში ფიქრი არ გაქრა:
რამდენ მშვენებას სამყარო ჰბადებს...

ვხედავ ფერებსაც ცისარყკელების -
ცის მკერდზე ლამაზ - ბრწყინავ სამკაულს.
ხალხზე ღიმილებს, ნაცვლად ცრემლების
და ყოველ დღეში დიდ დღესასწაულს.

ვხედავ მეგობრებს - ხელ-ჩამორთმევას
და მათ სალამში სიყვარულს გულრწფელს.
ვხედავ ახდენილს ყველა ოცნებას,
ხალხში სიყვარულს - ლამაზს და უხრწნელს.

ვხედავ ჩვილ ბავშვთა უმანკო ცრემლებს,
შეძენილ ცოდნას მათ ზრდასთან ერთად.
და იმ საზღვრების იოლად მძლევლებს,
უძლეველს ვარქმევთ, რომლებსაც ერთხმად.

სიმწვანეს ვხედავ ხეთა რიგების,
ვარდებიც წითლად ჩვენთვის აქ ხარობს.
და გუნებაში ჩემთვის ვფიქრდები:
რა ლამაზია ჩვენი სამყარო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.