Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ყურთან ჩურჩულებდა განცდა...

იდგა იანვარი, სუსხი,
ოთახი ბჟუტავდა ოდნავ.
სკამზე მისვენებულ ქურქს კი
უცხო მოლოდინი ჰქონდა...
საგნებს უსულობის განცდა
ჰქონდათ და არც ჰქონდათ თითქოს,
გარეთ თმაშევერცხლილ ნაძვთან
თოვლის ხელთათმანი იდო.
ფინჯანში ნალექი ყავის,
ბოთლში ამარეტო ესხა.
სიგარეტს ეწვოდა თავი,
და გული უხურდა ხელსაც.
ეკიდნენ სიტყვები ბაგეს,
უთრთოდა კალთები ფარდას.
უსიტყვოდ ესმოდა გამგებს
ის, რაც პრელუდიას ჰგავდა.
ყურთან ჩურჩულებდა განცდა,
საყურეს ეწვოდა ყური.
და თითქოს შემთხვევით გაწყდა,
ყელზე თეთრი მძივის ბმული...
გარეთ ხვავრიელად თოვდა,
უკრავდა მუსიკა თოვლის.
სიჩუმემ შეწყვიტა თხრობა
მოკლე პრელუდიის თხოვნით...
ცეკვავდნენ ვნებები ტანგოს,
თითქოს იატაკიც ირწა.
სკამზე შავი ფერის პალტო
თეთრი ქურქის გვერდით იწვა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 22  |  negative votes: 0

Write comment:

agni121 (39)
გარეთ ხვავრიელად თოვდა,
უკრავდა მუსიკა თოვლის.
სიჩუმემ შეწყვიტა თხრობა
მოკლე პრელუდიის თხოვნით...
#3, 04.12.2011 - 15:26
teamasi (43)
უსიტყვოდ ესმოდა გამგებს
ის, რაც პრელუდიას ჰგავდა.
#2, 04.12.2011 - 14:37
ყურთან ჩურჩულებდა განცდა,
საყურეს ეწვოდა ყური.
და თითქოს შემთხვევით გაწყდა,
ყელზე თეთრი მძივის ბმული...
#1, 04.12.2011 - 14:17
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.