Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tevchoevcho blog
როდის იპოვი შენს თავში შენს მარცხს?… როდის შეწყვეტ გულის ძგერას აყოლილ ფიქრს?… როდის მიიღებ და გაიზიარებ გონებიდან მოწოდებულ ცივ აზრებს?… რატომ ჰქმნი ყოველი წვრილმანისგან ტრაგედიას?… რისთვის ანიჭებ უმნიშვნელო მოვლენებს მნიშვნელობას?… შეწყვიტე ცხოვრების მიმართ ეგ პესიმისტური მზერა, გაანთავისუფლე შენი გონება დემაგოგიური, დამთრგუნველი და არაფრის მომტანი აზრებისაგან… დაცალე გული ყოველი უარყოფითი, ხელის შემშლელი ემოციისგან… გაიღიმე უბრალოდ გაიღიმე… ღრმად ჩაისუნთქე და თქვი, რომ ბედნიერი ხარ… დაიწყე ხვალინდელი დღე ღიმილით, ლოცვით, საყვარელი მუსიკით, მელოდიით ფინჯან ყავასთან ერთად, აი ისე შენ რომ გიყვარდა… გადადგი ახალი, მიზანმიმართული ნაბიჯები, თანდათან უმატე ტემპს და შესძახე შენი ომახიანი ხმით საკუთარ თავს, რომ შენ ეს შეგიძლია!
აკონტროლე ზომიერების გრძნობა ყოველ მოქმედებაში. გახსოვდეს! მზე, ყველას უყვარს, ეკვატორზე კი ყოველი გაურბის და ემალება მას.
პატივი ეცი საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს. ნურავის მიცემ შენს სულში მახვილით ჩხრეკის უფლებას, რომლის ტარითაც ცდილობს თავი მოგაწონოს. მე მჯერავს შენი, ვიცი, რომ ეს ყოველივე შენშია…
უბრალოდ ცოტა გაისარჯე!


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

მზე, ყველას უყვარს, ეკვატორზე კი ყოველი გაურბის და ემალება მას.
#1, 04.12.2011 - 23:26
iooooooooooooooo ;) :*
05.12.2011 - 11:30
 

User
offline
offline tevchoevcho
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.