Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
julilabardi blog
მე დავიღალე ცალმხრივი გრძნობით, მასთან ჭიდილით,
მე დავიღალე მუდამ ლოდინით, მუდამ ტირილით,
მე დავიღალე განწირული ხმით “მოდი”-ს ყვირილით,
მე დავიღალე! ხო, დამღლელია საუბარი ეგრე ჩივილით.

უკვე მომბეზრდა სულ ცრემლიანი ჩემი თვალები,
უკვე მომბეზრდა ეგ მატყუარა, სულელი ქალები,
უკვე მომბეზრდა თქვენზე ფიქრში დაკარგული ჩემი წამები,
უკვე მომბეზრდა! მე თქვენზე სმენით უბსკრულისკენ მივექანები.

არა, აღარ მინდა, რომ ჩემი გული იყოს თავნება,
არა, აღარ მინდა ჩემი გულის ტკენის სხვას მივცე ნება,
არა, აღარ მინდა კვლავ იფრიალოს სულში დანებმა,

არა, აღარ მინდა! რადგან სიყვარულმაც თავი მანება!


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.