Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

დამიკარით


დამიკარით,მე ახლა მსურს მოვილხინო მოვილხინო,
ჯიგრიანი დამიკარით რამე,
წუხილები სულზე უნდა მოვიცილო
და ქეიფში გავათენო ღამე.
დამიკარით,სულს რომ გრძნობით აამღერებს,
ერთი ღამით გადავყარო დარდი,
ძარღვებში რომ სისხლს გაყინავს,გააჩერებს
დამიკარით ქართული და ნაღდი.
დამიკარით, ძველებური,მხიარული,
მთვრალს საყვედურს ვინ მაკადრებს ნეტავ,
დამიკარით ფანდური თუ ჭიანური,
ახლა ყველას მოფერებას ვბედავ.
სანამ ღვინის სურნელება კიდევ მიჭრის
და ქეიფში გადასულა ღამე,
უთქმელობა ახლა ალბათ უფრო მიჭირს,
სიყვარულზე მათქმევინეთ რამე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.