Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tevchoevcho blog

უბრალოდ სუნთქვა მაცადეთ...

„გამიშვით...“
მეორე მე , თუ გინდათ მესამე ან მეოთხე დაარქვით, მაგრამ ყველასთან ალბათ ყველაფერი ისეა როგორც ჩემთან. შიგნიდან ყველას რაღაცა ღრღნის და არ ასვენებს. მე ავი ფიქრები აღარ მასვენებენ, მეშინია რომ დავმარცხდე მათ წინაშე და იბატონო მათ ჩემზე, როგორც ოდეზღაც ბატონობდა ჩემი გული სულზე. მეშინია მთლიანად არ გადამყლაპოს და არ გამასწოროს მიწასთან, არ გამოვიდეს ჩემი გულიდან და არ განახოთ ჩემი ნამდვილი სახე! ყოველ წამს მასთან ბრძოლაში ვატარებ, იცით რამდენჯერ გაიმარჯვა ჩემზე და მიმაგოდო კუთხეში?! როდესაც წამით მაკონტროლებს, ყველაფერი წყალში ვარდება, განა უფსკრულში ჩავარდნას და გადაჩეხვას უსასრულობაში დიდი დრო უნდა?! არა წამიც საკმარისია, ყველაფერს მივცემდი რომ ეს წამები ერთ ყოთში ჩავაგდო და შემდგომ დავწვა, თუნდაც სიცოცხლესაც კი გავიღებდი იმისთვის, რომ ჩემი შეცდომები გამოვასწორო. როესაც მარტო ვრჩები საკუთარ თავთან, ყველა ის ტკივილი , სევდა , სიძულვილი ერთბაშად გროვდება და ვეცემი, ისე როგორც ოდესღაც ანგელოზი დაეცა თავისი ამპარტავნების გამო. მეშინია ჩემმა გრძნობებმა არ იმძლავრონ და არ იფეთქონ. მინა ,სიმშვიდე მინდა, მინდა მოვიხსნა ყველა ბორკილი და გავიქცე, შორს გავექცე ჩემ ფიქრებს. ვერ ვიტან უკვე, ჩემ თავსაც ვერ ვიტან, მინდა ვისუნთქო ტკივილის გარეშე, მინდა ვიფიქრო არა ტკივილზე უბრალოდ სითბოზე ფიქრი მწყურია. მწყურია, მე სიმშვიდე მწყურია, ჩემს სულ თავისუფლება წყურია, განა თავისუფლება სიმშვიდის ტოლფასი არ არის?! განა მარტოობა თავისუფლების მონა არ გახლავთ. მიშველეთ ვინმემ მიხსენით, თუნდაც წამით გამიგეთ, წამით მომხსენით ეს ტვირთი ხალხნო... ტყუილად ვამბობ, სიტყვები ყოველთვის რატომღაც სიტყვებად რჩება, ნუთუ ჩევნი სიტყვა არ განგვასხვავებს ცხოველებისგან! უკვე დახმარებასაც აღარ გთხოვთ, უბრალოდ გამიშვით, თქვენგან შორს გამიშვით, მატო დამტოვეთ, ფიქრი მაცადეთ, უბრალოდ სუნთქვა მაცადეთ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline tevchoevcho
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.