Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
atropia blog

და მთელი ღამით ჩუმად მოვუსმენ შენს სუნთქვას,სანამ არ ამოვა მზე.

რომ დაიძინებ პატარავ ღამით,
როცა ოცნებებს გაუღებ კარებს,
შიშველ სხეულს რომ დაფარავ საბნით,
საბნის ქვეშ ფეხებს აცეკვებ ბალეტს.

მაშინ ვიქცევი უხმო ბალიშად
და დავასვენებ შენს ტუჩებს ჩემზე
და მთელი ღამით ჩუმად მოვუსმენ
შენს სუნთქვას,სანამ არ ამოვა მზე.

ღამით მაწვალებ.ისევე როგორც
შენ გაგაწვალებს ტკბილი სიზმარი
და ის ვნებები,დილით რომ მალავ,
ახლა რომ ცქმუტავ,სწორედ ეს არის.

ბოლოს მაგ ლამაზ ფეხებს მომახვევ
საბანს გააგდებ და ცის კამარა
ფანჯრიდან გიცქერთ,როგორ ალერსობთ
ბალიში და შენ საცვლის ამარა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

giobebe (47)
kohag
#1, 31.01.2012 - 19:15
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.