Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
juska blog

მე შენს ნაკვალევზე ვივლი,

მე შენს ნაკვალევზე ვივლი,

ჩემო იმედო და რწმენავ!

შენი ბილიკებით ვივლი,

ჩემო ერთადერთო, დედა.


მე შენს განვლილ გზაზე დედი,

მხოლოდ სულ სიმართლეს ვხედავ,

ბევრჯერ მოგრევია ცრემლი,

მაინც სულით ამაყს გხედავ!


მეც ასე გავუძლებ დედი,

წლებთან უცილობელ ჭიდილს!

თუმც ჯერ ისევ შენ მშველი,

როცა უსაშველოდ მიჭირს.


თურმე რა ძლიერი რამ ხარ,

შენი ტკივილით და თმენით...

რწმენად აღმართული მთა ხარ,

სულის სიმაღლე ხარ ჩემი!


ჰოდა, დამერწმუნე დედა,

შენი ბილიკებით ვივლი.

რადგან შენ მასწავლე თმენა,

ჭირთა გაძლება და ფიქრი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.