Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ALLEE blog

სანამ მხოლოდ ცრემლი მდიოდა....

ანამ მხოლოდ ცრემლი მდიოდა ყველას ვახსოვდი და არავის სურდა ჩემგან წასვლა,სიამოვნებდათ მე ხომ უშენოდ ვიყავი...მხოლოდ ფურცლებზე გესიყვარულებოდი,ყველა სიტყვას შენთვის ვწერდი...გული მეტკინა როცა ერთმა ზუსტად ასე მითხრა:"რაში სჭირდება ადამიანს შენი ნაჯღაპნები თუ ვერ შეგეხება?".. გავცოფდი...!! კი მაგრამ სიყვარული შეხებაა?მაშინ რა არის ვნება?ვნება სიყარულს ახლავს..მაგრამ მათ არასწორად ესმოდათ,ყველა გრძნობით დაწერილი ჩემი ბოდვა ნაგვად აქციეს...მას რაღაც სულელური ნაჯღაპნი უწოდეს...ვთქვათ ასეა თქვენთვის და თუკი არასდროს გესმოდათ ამ ნაჯღაპნების,რატომ კითხულობდი?რატომ გაინტერესებდა ვის ეძღვნებოდა?მე ყველაზე საშინლად ვწერ,ვაღიარებ,მაგრამ ალბათ ამასაც თავის მიზეზი აქვს...მე ხომ ყველაზე საშინლად მიყვარდა,ყველაზე საშინლად მატკინეს გული და ასევე საშინლად შევიძულე სიყვარული,მაშინ...თუ თქვენ გაქვთ უფლება მე დამამციროთ,მე რატომ ვარ ჩუმად?იმიტომ რომ შენც,მეც და თქვენც ადამიანი ვართ...და არცერთი არავიზე მაღლა არ ვდგავართ...შენ შეგიძლია შენი გაბრაზება აგრესიით გამოავლინო,ის რომ გატკინეს,მაგრამ დაფიქრდი ყველა ასე ვერ მოიქცევა...და რა ვქნა მე?რომ არ დავწერო გავგიჟდები,ისედაც ჩაკეტილი უფრო ჩავიკეტები და მერე არვიცი...

მეშინოდა რომ ვეღარასდროს შევიყვარებდი...მეშინოდა...ისევ ტყუილის,ყალბი სიტყვების...ვწერ ეხლაც და ვტირი...ისევ ისეთი ვარ,მე რა შემცვლის?ის ვარ შენ რომ გაღიზიანებდა მისი რომანტიკოსობა,მეოცნებე სული...კი ისევ ვოცნებობ,ისევ იისფერს ვეძახი გარშემო ყველაფერს,ისევ ვერ ვარჩევ ფერებს,ისევ მგონია რომ ყველა ადამიანი კარგია,ისევ ძველებურად მჯერა რომ შენ არ მომატყუე...და ისიც ვიცი რომ ძველებურად სულელი დავრჩი...

მაპატიეთ თუ ჩათვლით რომ ეს არ იყო ვინმესთვის საინტერესო,მინდოდა მეთქვა...თქმა არა,მინდა ვიყვირო ისე რომ მანაც გაიგოს...ვიცი ეს რომ წაიკითხოს მიხვდება ბევრ რამეს...მე ის მშლის ნერვებზე რომ მიუხედავად ყველაფრისა ვბედავ შენზე ფიქრს...მე ხომ მონატრების უფლებაც წამართვეს...მტკივა და ვერაფერი შეცვლის ამას....


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

ALLEE (27)
es dzaan adre maq dadebuli da a vicodis sheni tu iyo an gkitxavdi tu mecodineboda ro shenia :)
#2, 16.09.2012 - 19:01
ვაჰ აქაც ჩემიი??? ალე შენც ჩემ დაწერილებს დეებ??
#1, 16.09.2012 - 15:59
es dzaan adre maq dadebuli da a vicodis sheni tu iyo an gkitxavdi tu mecodineboda ro shenia :)
16.09.2012 - 19:01
 

User
offline
offline ALLEE (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.