Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
diagone blog

მეგონა

მე ცა ლოგინი მეგონა.
თეთრი მთვარე კი ლოგინში
მე შენი მკლავი მეგონა,
ნისლი ზეწარი მეგონა,
სიზმარი-თბილი საბანი.
სიტყვები სუნთქვა მეგონა,
სუნთქვა მეგონა ან-ბანი.
ტყეში ქარების მიმოსვლა,
მერე მინდვრებში თარეში-
ყვავილის მტვერს რომ იმოსავს
და მზეს მოგაყრის თვალებში-
შენი ამბავი მეგონა,
მეგონა შენი იგავი,
თითქოს იყავი ყოველთვის,
თითქოს არასდროს იყავი.
ხან თეთრი, ხან კი წითელი
ლოყა მზის კოცნა მეგონა.
შენი თმები და ნაწნავი
ჩიტების ბუდე მეგონა.
თუმცა ვინანე მძინარემ-
შენი ტანი თუ სხეული
ქათქათა და გამჭირვალე
გრილი მდინარე მეგონა.
სიკვდილის ციხე კარდაკარ
მინდოდა ამომექოლა,
ახლა შენ იყო კარგად და
ის რაც მეგონა-მეგონა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.