Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kapuna blog

სადღაც ერთი დღეა, თუმცა ეგეც არა...

ნუთუ ჩემს გვერდით ხარ?

მე კი ვეღარ გამჩნევ,

ალბათ დაუძლურდა ჩემი შეგრძნებები.

სადღაც გარინდულა ჩემი მოგონება,

სადღაც შორს წავიდა ჩემი სიყვარული.

ყოველი წამი გადის მოლოდინით,

სხვენში მტვერი ადევს იმ ძველ ოცნებას

და იმ ძველ სიყვარულს.

გელოდები, გელოდები,

კვლავაც გეძებ და კვლავაც ვგრძნობ,

ვიცი სადღაც აქ ხარ,

ჩემზე სავსე გულით,

ჩემი დახატული ძველი სიყვარულით.

სული გაიყინა ჩემი მარტოობით,

შენ კი ვერც კი ხვდები მე რომ გელოდები,

დიდი დრო გავიდა რაც მე გელოდები,

დიდი დრო გავიდა რაც მე დავდივარ

და ყველა ფანჯარაში ჩუმად ვიხედები,

ნუთუ აღარ მოხვალ,

ნუთუ არც ფიქრობდი,

ნუთუ სახურავზე, ჩემთვის არ იდექი.

ნუთუ ოცნებებით ჩემზე შენ არ წერდი.

უკვე გაილია ჩემი მარტოობა,

უკვე ფიქრებიდან სადღაც გავიქეცი,

შენც კი გაგექეცი,

მასაც გავექეცი,

აი შორს წავედი, უკან აღარ მინდა,

ძველი ოცნებებით სავსე ჩემოდანი,

ძველი სიყვარულის ძველი ნაფლეთები,

ისევ ჩემთან არის, ჩემში ჩემთვის არის,

ნუთუ აღარ მოხვალ,

ნუთუ არც ფიქრობდი,

ნუთუ ის ტკივილი,

ნუთუ ის ნაწერი სხვისთვის შეგიქმნია და თან ...

დრო გავიდა,

და გაილია თითქოს ერთი დღეა რაც მე ეს მიგრძვნია.

სადღაც ერთი დღეა თითქოს გამივლია,

დიდი სიყვარულის ნაზი ისტორია,

თითქოს ეგეც არა თითქოს გაილია ჩემი სიყვარული,

შენთვის დამითმია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline kapuna
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.