Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
pawawuna blog

თანამედროვე ადამიანის მცდარი შეხედულებები

ადამიანს ისევე როგორც ძველ ხანებში ახასიათებს მცდარი შეხედულებები, ეს კი იმის ბრალია რომ ადამიანები არასწორად ინფორმირებულები არიან გარემომცველ სამყაროზე, ეს უფრო მეტად ინფორმაციის ნაკლებოით კი არა არამედ მისი დიდი რაოდენობითაა განპირობებული.

s

1) ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულება არის ის, რომ ვითომდა თაგვებს ძალიან უყვართ ყველი. რა თქმა უნდა მღრნელები მათზე უარს არ იტყვიან , თუმცა თუ მათ ყველთან ერთად რამე ტკბილეულს , ხორცეულს ან მარცვლეულს შესთავაზებთ – ყველს ისინი ყველაზე ბოლო შემთხვევაში აირჩევენ.

s

2) დედამიწინს განათლებული მოსახლეობის 80% თვლის რომ თავისუფლების ქანდაკება ნიუ–იორკშია, ეს ასევე მცდარია. კუნძულ აილენდს, რომელზეც თავისუფლების ქანდაკება დგას, სინამდვილეში არავითარი კავშირი არ აქვს ნიუ–იორკთან, და უფრო მეტიც ის საერთოდ სხვა შტატს – ნიუ ჯერსის ეკუთვნის.

s

3) მილიონობით ადამიანი თავს იკავებს ძილის წინ საკვების მიღებისგან, რადგან გონიათ საკვების გვიან მიღება – საზიანოა. ეს აშკარად მცდარი შეხედულებაა, ტვინის სისხლით მომარაგება ძილის დროს ნაკლებად ინტენსიურია , სისხლი მიემართება კუჭისა და ნაწლავებიკენ რაც აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავებას და სასარგებლო ნივთიერებების უკეთ ათვისებას უწყობს ხელს. შეიძლება არ შეგიმჩნევიათ რომ ცხოველების უმრავლესობა კარგად დანაყრების შემდეგ, ძილისთვის ემზადებიან. გვიან ვახშამობაც ასევე არ მოქმედებს ფიგურაზე რაც არ ითქმის ნაადრევ სადილზე , რომელიც კუჭის დღიურ მუშაობას ასტიმულირებს და ვიწრო წელის მთავარი მტერია.

s

4) სიბნელეში კითხვა ვნებს თვალებს – ეს არ არის სიმართლე. რეალურად, თვალი ძალიან იძაბება ასეთ სიტუაციაში, ჩნდება თავის ტკივილი, რასაც თვალის კუნთების დაძაბული მუშაობა იწვევს. თუმცა ღა , თუ სიბნელეში კითხვა ჩვევაში გადაგივათ, თვალები მალევე გადიან ადაპტაციას და თავის ტკივილიც არ გაგიჩნდებათ , მხედველობას კი ეს საერთოდ არ ვნებს, ეს ისევეა როგორც ფოტოაპარატი რომ არ გაფუჭდება ღამე გადაღებით.

s

5) ასპირინის დალევა არ შეიძლება – ის ვნებს ჯანმრთელობას. ასპირინი – უნიკალური სამკურნალო პრეპარატია, რომელიც ტვინის განსაკუთრებული ცენტრის მუშაობას ასტაბილურებს. იმ ნაწილს რომელიც სხეულის ტემპერატურას არეგულირებს. მისი დოზის გადამეტება შეუძლებელია , მისი მცირე რაოდენობაც კი ძალიან ეფექტურად უმკლავდება სიცხის სიმპტომებს – ტემპერატურა ნორმამდე დაჰყავს და არასდროს მის ქვემოთ. სინამდვილეში , როგორც ყველა წამალს მედიკოსებმა რამდენიმე უკუჩვენება ასპირინსაც აღმოუჩინეს, თუმცა ღა ისინი არც ისეთი საშიშნი არიან ზრდასრული ადამიანისთვის როგორადაც მას ფარმაკოლოგები წარმოგვიდგენენ. საქმე იმაშია რომ ასპირინი რამდენიმე ცენტი ღირს ( ჩვენთან ცალი 30 თეთრი ), ხოლო მისი რეკლამირებადი შემცვლელები – რამდენიმე დოლარი. ალბათ ცხადია რომ ფარმაკოლოგებს ასპირინის ანალოგებისგან უფრო მეტი რჩებათ. საინტერესო აგრეთვე ის არის, რომ თუ ძვირადღირებული წამლების შემადგენლობას მივაქცევთ ყურადღებას , შევძლებთ აღმოვაჩინოთ რომ იმავე ასპირინისგან და პარაცეტამოლისგან შედგებიან და გაცილებით მეტი უკუჩვენებაც ახლავთ.

null

6) შოკოლადი ისევე მავნებელია , როგორც ყავა და ჩაი. ეს ჭორები ამ პროდუქტების მწარმოებლების მტრობის შედეგია, რომლებსაც არ შერცხვებათ წამყვანი მეცნიერების და ჟურნალისტების მოსყიდვა და ამით პანიკის დათესვა. სინამდვილეში, მასტიმულირებელი ნივთიერებები , რომლებიც კაკაოში, ყავაში და ჩაიშია – დიდი რაოდენოით მართლა საზიანოა. თუმცა , ზიანი რომ მიაყენო საკუთარ თავს იმდენი შოკოლადის ჭამა მოგიწევს რომ კუჭში ნამდვილად ვერ ჩაეტევა. ყავას და ჩაის დიდი სარგებელი მოაქვთ ორგანიზმისთვის, ისინი მხოლოდ ძალიან დიდი რაოდენობით მიღებისას და გულის სერიოზული დაავადებებისას არიან საშიშნი.

s

7) ლონდონი ევროპის ერთ–ერთი ყველაზე წვიმიანი ქალაქია – ეს სრულიად მცდარია შეხედულებაა! სინოპტიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით ლონდონში ორჯერ ნაკლები ნალექი იცის ვიდრე მადრიდში და გაცილებით ნაკლები ვიდე ვენეციასა და პარიზში. თუ ინგლისის დედაქალაქს ევროპის დანარჩენ ქალაქებს შევადარებთ , ის ერთერთი აღმოჩდება ყველაზე მზიანი ქალაქების ჩამონათვალში.

s

8) ბოლოსთვის კი არ გეგონოთ, რომ მობილურმა ტელეფონმა , როგორც უმრავლესობა ფიქრობს , ჭექა–ქუხილის დროს შეიძლება მეხის დაცემა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა სასურველა ჭექა–ქუხილის დროს მათი გამორთულ მდგომარეობაში ქონა , რადგან როგორც ყველა ელექტროტექნიკა , ახლოს გაჩენილმა დიდმა სტატიკურმა ძაბვამ შეიძლება ისინიც გამოიყვანოს მწყობრიდან. აგრეთვე ელვა არამხოლოდ ციდან მიწაზე ეცემა, არამედ პირიქითაც ხდება, როცა ელვა მიწიდან ცისკენ მიდის.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

pawawuna (23)
#3, 21.03.2012 - 00:22
gogilo888 (28)
saintereso rchevebiaaa
#2, 13.02.2012 - 18:49
pawawuna (23)
#1, 13.02.2012 - 15:15
 

User
offline pawawuna (23)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.