Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kapuna blog

გული რომელიც გონებისთვის მხოლოდ მტერია...

მენატრებოდი, ისე ძლიერ მენატრებოდი,
რომ ღამისეულ სიზმარეთში მსტუმრობდი მუდამ...
მენატრებოდი, ტკივილამდე მენატრებოდი,
ამქვეყნად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა...
მენატრებოდა შენი ფართო თვალების ცქერა...
და ოცნებებით შენს ფიქრებთან შეხვედრა მსურდა,
მსურდა გამეგო, წუთით მაინც თუ გაგახსენდი,
ჩემი ალერსი, მოფერება ნუთუ არ გწყურდა?
მომნატრებია ყველაფერი, რასაც ატყვია
შენი შეხება, მოკრძალება, მზერა ბავშვური...
მომნატრებია ყველა გრძნობა და ყველა განცდა,
რაც სიყვარულის ძალით არის ცაში ასული.
შორსა ხარ ძლიერ... ვეღარასდროს მოგაწვდენ სითბოს...
ალბათ ეს ლექსიც არაფრისთვის დამიწერია...
გული მათბობდა, გული გახდა ჩემი მეუფე,
გული, რომელიც გონებისთვის მხოლოდ მტერია....

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline kapuna
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.