Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kapuna blog

მათხოვარი.....

დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ...

ცრემლიანი ეუბნება ამას ყველას.

ყოველ ღამე ზეცას შესთხოვს: "წამიყვანეთ"

თუმც ამაოდ ელოდება იგი შველას.

ნეტავ რას გრძნობს ამ დროს ბავშვი როცა ხედავს

მის თანატოლს, ღიმილიანს, დედის გვერდით,

ალბათ ამ დროს მის თვალებში ცრემლი ელავს

თუმც ამაოდ, მაგრამ მაინც შველას ელის...

რას ოცნებობს ნეტავ, როცა მარტო რჩება,

ალბათ მშობლებს, ალბათ სახლსაც დიდი ბუხრით...

თვალს გაახელს და ზღაპარიც უცბად ქრება,

ოცნებები იფარება ცივი მწუხრით...

ყოველი დღე ბოლო არის ალბათ მისთვის,

ცხოვრებისგან დაჩაგრული დაიღალა,

თუმც იმედის ნაპერწკალი მაინც ღვივის,

გარიყულმა გულში ღმერთი აღიარა..

მეორე დღეს ისევ ძველი მეორდება,

ცრემლიანი შესციცინებს ისევ ყველას,

დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ...

თუმც ამაოდ ელოდება იგი შველას


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline kapuna
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.