Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antares blog

სიძაბუნე გიპყრობს...

სიძაბუნე გიპყრობს...
ხანდახან, როდესაც ახალგაზრდობის განვლილი დღე, ან წელი უეცრად, საიდანღაც შენს თვალწინ გაკრთება ხვდები - სიცოცხლე ისე ვეღარ გაჟრჟოლებს, როგორც ადრე. ეს, ალბათ, ჭეშმარიტების ვერგანცდაა - იგივე ძალმოსილებით, სიღრმით, სისუფთავით, სიმწვავით როგორც ადრე. თითქოს, დრომ შენს მგრძნობელობას - სიბრმავის, სიყრუის, სიმუნჯის - სქელი,თეთრი და ცივი მინა ჩამოაფარა. თითქოს, დრომ შენი სიცოცხლე დაასაჭურისა! თითქოსდა, შენთვის სულერთია ყველაფერი. ხედავ, მაგრამ ვეღარ ამჩნევ; გესმის, მაგრამ ვეღარ თრთი; ხვდები, მაგრამ ვეღარ ამბობ.
ისევ და ისე. ისევ ისე.
სიძაბუნე გიპყრობს...

/მ.შ./ 06.12.2011.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.