Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lizituso12 blog

დე . . . მიყვარხარ ცამდე და ცას იქით . . .


გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
მე, ჩემი ლექსის კაბით შევმოსავ მას.
ჰო, გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორემ ისე მძიმეა, ისე მძიმე, ეს სიცარიელე
არამგონია, კიდევ ცხრა თვე ვზიდო.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
შენ ხომ ყველაზე კარგად იცი როგორ მომარგო ის
და დილის ყავის არომატივით ქალობის ნელ-სურნელებით დამიტკბო.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული
და მე გეტყვი პასუხს ყველა კითხვაზე,
რომელზეც შენ სიჩუმითა და უხერხული დუმილით მპასუხობდი.
მე ხომ ვიცნობ შენი მორჩილების რეფლექსებს.
დარღვეულია დიდი სიმშვიდე და
ყველა შუაზე გახლეჩილი სხეული როდი ხვდება ერთიმეორეს.
მერცხლებს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულებს,
ჩვენი სახლის ჯარგვალზე რომ ბინა დაიდეს,
კარს ხომ დღითა და ღამით უტოვებ ღიას,
ბუდეში კვერცხები რომ არ დაუცივდეთ და ბარტყები დააფრთიანონ.
იცი, როგორი სიმშვიდე მენატრება?
ბავშვობაში, ჩემს გაოცებას, თოვლის ფანტელების სიმრავლით გამოწვეულს,
რომ შემოაგებე და მითხარი: ნუ გეშინია, მიწა დაიტევს...
მას შემდეგ მიწამ იმდენი რამ დაიტია, მეშინია გაოცება არ მომიკვდეს.
იცი, სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას,
ვუთხარი, შენს შემდეგ ჩემი რიგია და ნუ ჩამაყენებ ამ რიგში მამა.
დამიჯერა და დამყვა...
ჰოდა გაიხადე შენი სხეული და ჩამაცვი,
ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ,
სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად
და ვაჩენ შვილებს, ჩემს გაგრძელებებს,
რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორემ ახლა ის უხერხული ღიმილი მე მეყინება ტუჩზე სიჩუმედ და
ჩემი სიზმრის შვილებისთვის არ მაქვს პასუხი:
დეე, ძნელია დედობა?.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline lizituso12
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.