Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lizituso12 blog
სიგიჟემდე მენატრები – მეთქი, რომ გითხრა, ბევრს არაფერს ნიშნავს…
მაგრამ, იცი? ჩვენს სიყვარულს შეუძლია ათასობით კილომეტრით დაშორებულებიც დაგვაკავშიროს ოცნებაში, თუმცა, დამერწმუნე, ამ ოცნებას მაინც ექნება რაღაც მისხალი რეალობისა. ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერია, ცხოვრების ბნელ ნაკეცებშიც კი დაგვანახებს ერთმანეთისკენ მიმავალ გზას.
რაღაცას გაგიმხელ, ჩემთვის მნიშვნელოვანს და ერთადერთისთვის გასანდობს – მინდა, მე შენი ოცნება მერქვას, თითქოს, მიუწვდომელი და სანატრელი; მინდა, მე შენი სინაზე მერქვას, ოღონდ, ხილული და მოსაფერებელი; მინდა, მე შენი სათნოება მერქვას, თითქოს , სპეტაკი და ზეციური; მინდა, მე შენი სიყვარული მერქვას, უზომოდ დიდი, სათუთი, ცელქი, შენმიერი და შესაყვარებელი; მინდა მე შენი ტკივილი მერქვას… მძაფრი, მტკივნეული, მტანჯველი და განუკურნებელი, მოუშუშებელიც… ეს უფრო მეტად, უფრო მეტად მინდა, იმიტომ რომ თუნდაც, არც შენი ოცნება მერქვას, არც სინაზე, არც სათნოება და დავთმობ, თუნდაც არც სიყვარული მერქვას შენი, ოღონდაც შენი მოუშუშებელი ტკივილი მერქვას იმიტომ, რომ… არასდროს დაგავიწყდე… არასდროს იყო გულგრილი ჩემს მიმართ…
არ გაბრაზდე, კარგი… ეს სიტყვები მხოლოდ შენ გითხარი… სხვას ვერავის ვეტყვი და ვერც სხვისგან გაიგონებ. მერე რა?!

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline lizituso12
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.