Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

დარაბებს მიღმა გაზაფხულია...


დარაბებს მიღმა გაზაფხულია უკვე მზიანი,

ჩემს სულში ისევ ზამთარია,სუსხი,ავდარი,

დარაბებს მიღმა მზე ანათებს ღიმილიანი

ჩემთან კი ისევ,თოვლი,წვიმა,ცრემლი და დარდი....

მინდა გავაღო დარაბები მზე შემოვიდეს,

გამითბოს სული,გამათბოს და ეს თოვლიც დადნეს

ისე როგორაც დარაბებს იქეთ გაათბო, დათბა

გამათბოს,მცივა,ქარი დაქრის არც თოვლი დადნა....

მინდა გავაღო დარაბები მზე შემოვიდეს,

მაგრამ,შორია ეს სამყარო,ძალზედ შორია,

დარაბებს იქეთ იცინიან,დღეა მზიანი,

დარაბებს იქეთ ღიმილია,მუსიკა,დარი.

ალბათ დათბება,ჩემთან მოვა მზე,გაზაფხული,

დარაბებს გავხსნი,გამათბობს და აქაც დათბება....

ისევ ლოდინი,უიმედოდ მზეს ველოდები....

დარაბებს მიღმა გაზაფხულდა...იღიმის ზეცა....


Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.