Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sofi-sofi1 blog

სტუდენტის სახელი და გვარი გახლდათ ალბერტ აინშტაინი

არსებობს, თუ არა ღმერთი? უნივერსიტეტის პროფესორმა დაუსვა ეს კითხვა სტუდენტებს . მან ხომ ყველაფერი შექმნა? - დიახ!- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა. – თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ მან ბოროტებაც შექმნა, რადგან ბოროტება არსებობს ამქვეყნად. და აქედან გამომდინარე, ღმერთიც ბოროტია – მიუგო მათ პროფესორმა. სტუდენტები გაჩუმდნენ. შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი წამოდგა და პროფესორს ჰკითხა: – პროფესორო, სიცივე არსებობს? – ეს რა კითხვაა? ცხადია, არსებობს. განა არასოდეს შეგციებია? – არა, სერ. სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივედ ვთვლით, მხოლოდ სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-273°C) კი სითბოს აბსოლუტური ნაკლებობაა. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ აღგვეწერა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს. – პროფესორო,მაინტერესებს თქვენის აზრით, თუ არსებობს სიბნელე? – ცხადია არსებობს. – მაშინ კიდევ ერთხელ ცდებით, სერ, რადგან სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. თქვენ ვერ გაზომავთ სიბნელეს. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს. – სერ, არსებობს, თუ არა ბოროტება? – რა თქმა უნდა, ეს უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ. დანაშაული და ძალადობაა გამეფებული მსოფლიოში. – ბოროტება არ არსებობს, სერ. ბოროტება – ეს ღმერთთან დაშორებაა. ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება ის მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღვთის სიყვარულს . . . სტუდენტის სახელი და გვარი გახლდათ ალბერტ აინშტაინი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline sofi-sofi1 (41)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.