Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
zas blog

დედა ეს არის სულის საუნჯე,

ერის სიწმინდე,პატიოსნება,

ღმერთმა ქართველ კაცს უბოძა ნიჭი,

ამქვეყნად გავჩნდით ყველა მგოსნებიდ.

დედის სიწმინდე თუ არ შევაქეთ,

მის სისპეტაკეს არ უძღვნათ ლექსი,

მაშინ რა არის ჩვენი ცხოვრება,

არამი იყოს დედის ალერსი.

ჭაღარა თმებით,ლამაზი სახით,

ჩვენზედ ფიქრში და დარდში დაღლილი,

ადრეც და ეხლაც,ხალხი აფასებს,

სჯერათ და უყვართ დედის მანდილი.

ათრთოლებული დამჭკნარი ხელით,

კვლავ გვეფერება,ქოჩორს გვიწეწავს,

უკვე წამოსდილთ გვიწოდებს ბავშვებს,

გულში სიკეთეს კვლავაც გვინერგავს.

თმაში ჭაღარა შემოპარულებს,

მისი ყოველი სიტყვისა გვჯერა,

დიდხანს გვიცოცხლე ღმერთო მაღალო,

ერის ნამუსი,მშობელი დედა.



Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

დიდხანს გვიცოცხლე ღმერთო მაღალო,

ერის ნამუსი,მშობელი დედა.

http://youtu.be/VGN5qxIwRbo


#1, 07.12.2011 - 17:28
 

User
offline
offline zas (43)
საქართველო, საქართველო, გორი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.