Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
zas blog

გთხოვ მომიტევო....

მუხლმოდრეკილი ვდგევარ ხატის წინ,

ცოდვით აღვსილი,ცრემლი გადმომდის,

გთხოვ მომიტევო ჩემი ცოდვები,

ვიცი ცოდვები შვილზედ გადმოდის.

უფალო ღმერთო მთელი სიცოცხლე,

ვთესავდი ძმობას,ვმკიდი სიკეთეს,

დემონი მაინც მჯაბნიდა ყველგან,

ვერა,ვერაფრით ვერ მოვიკვეთე.

ამ ბედ–უკურღმათ წუთისოფელში,

ძნელია ღმერთო,გახდე სულ წმინდა,

ალბად ახლოა უფლის საწუთრო,

კვამლი გამოდის ბებერ ტაძრიდან.

გთხოვ მომიტევო ღმერთო მაღალო,

მე შენ წინაშე,მუხლზედ ვემხობი,

გადმომაფარე მფარველი კალთა,

თორემ ჭაობში უფრო ვეფლობი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline zas (43)
საქართველო, საქართველო, გორი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.