Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tulula blog

....................

მინდა შეგიმკო თმები გვირილით,
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან:
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი -
იცოდეს ყველამ - შენი ბრალია.

ცხოვრება მიჰქრის ნაიღვარივით
და ჩემთვის თითქოს არა სცალია…
მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი?
მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.

ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,
მინდა შეგიკრა ოქროს გალია!
მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი,
განა არა გრძნობ, შენი ბრალია.

გადაუარეს ბაღებს ქარებმა,
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია…
ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია

• • •
ხუტა ბერულავა
• • •

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.