Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

da yovelive gmertis nebaa

როგორ იწყება სიცოცხლე, იცით?

პირველად, ალბათ, დედის ძუძუთი...

ჯერ სიხარულით, მერე ტკივილით,

მზით, ვარსკვლავებით, სეტყვით, ბურუსით...

როგორ გრძელდება სიცოცხლე იცით?

ავის შეცნობით, კარგის დანახვით...

და მიდის, მიდის, სიცოცხლე მიდის,

ხან სიყვარულით, ხანაც ღალატით...

როგორ მთავრდება სიცოცხლე, იცით?

პოეტებისთვის ის არ მთავრდება,

პოეტების გზა სიცოცხლის იქით,

უკვდავებისკენ მიემართება!

უკვდავებისკენ, უკვდავებისკენ,

მარადის ქროდნენ მათი მერნები;

იქ მაინც ბრწყინავს მათი ნატვრისხე,

იქ აწვიმთ, ალბათ, დედის ცრემლებიც!!!

მაგრამ ჯერ სანამ მოვა სიკვდილი,

წინ ალბათ გრძელი გოლგოთის გზაა...

ბრუნავს დოლაბი, სუნთქავს წისქვილი,

და ყოველივე ღმერთის ნებაა!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.