Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

მოულოდნელი პაემანი 30 წლის შემდეგ

უკაცრავად.... მაპატიეთ სითავხედე
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით?....სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო!
რატომ შეკრთით?ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხართ...თუმც თვალები ძველებურათ
მიამიტი შეგრჩენიათ
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო!
მე როგორ ვარ,რას ვაკეთბ,რა არ მკითხავთ?
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს
ახლა მაინც მომისმინეთ
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო!
მაგ სიმკაცრით,თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ,რა საჩუქარს ელით ბოლოს
მენანებით...ლოდინით და დარდით აღვსილს
სიბერეც რომ შეგპარვიათ
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო!
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით,მიმანიშნეთ, არ დამზოგოთ,
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო!
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს,
არ მოგწყინდატ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო1
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრიტ იმ წუთების სამახსოვროთ,
გახსოვთ მაშინ თვალს რომ ვეგარ გაშორებდით,
ეხლა კიდევ რა გატირებტ
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო1
თუ გიყვარდით მიპასუხეთ რატომ დამთმეთ?
დგეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ...ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ
ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.