Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
ჩვენ ყველა გიჟები ვართ,ასე ვატყობ,
სხვადასხვა სტაჟით და წოდებით...
ვიღლებით სიმდიდრის მოპოვებით,
ოქროს გვესიზმრება ლოდები.
ჩვენ ყველამ სიცოცხლით ვილოთავეთ,
არც გვახსოვს თუ რისთვის მოვედით,
წლები ბედს ღიმილით გვიფუთავენ,
რომ უფალს გადაგვცენ კონვერტით.
ჩვენ ყველა ტკივილის ვართ ბარომეტრი,
დუმილით,მოთმინებით,გამძლეობით,
ცოდვების ჭაობში ვყვინთაობთ და
ვეცადეთ,ვერაფრით ამოვძვერით.
ჩვენ ყველა სამიზნე ვართ სათითაოდ,
ვერდამიზნებული და აცდენილი,
ღაწვზე ცრემლის ბურთი სამიოდე,
მხოლოდ სიყალბისთვის გაჩენილი.
ჩვენ ყველა ქალივით ვართ საბოლოოდ,
კაცის მკლავები გვაქვს მოჭერილი,
კიდევ გასროლა ვართ საკონტროლო,
ზოგჯერ არ გვჩვევია მორჩილება.
ჩვენ ყველა პოეტი ვართ,როცა გვიჭირს,
ისე ვიქცეოდით,როგორც გვსურდა,
ყველას გაგვაჩნია წერის ნიჭი,
მაგრამ სიყვარული გადარჯულდა!
ჩვენ ყველა პოეტი ვართ საბოლოოდ,
ნაკლით-ხერხემლის გამრუდებით
და თუ გაგვისვრიან საკონტროლოდ,
უკან ნურასოდეს დავბრუნდებით
.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.