Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

აკრძალულია ჩემთვის ნუგეში, ამ სიყვარულის არ მაქვს უფლება.


ამეკვიატე ყველა ფიქრებში,
დარდში, სიცილში, ცრემლშიც- თუ გნებავს,
აკრძალულია ჩემთვის ნუგეში,
ამ სიყვარულის არ მაქვს უფლება.
დილას -მზის სხივით გეჩურჩულები ,
დღე -შენს ნაფეხურს დავსდევ კვალდაკვალ,
შემოგიჩრდილე ფეხის გულები
და მზერას გპარავ ,ღამით- თვალდათვალ.
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე,
გულს ჩაგიტნევ და თან ამოგყვები,
მონატრებიდან მონატრებამდე,
შენსკენ სავალ გზებს კვლავ გამოვყვები.
მერე, ფერებით მოგაჯადოვებ,
მკერდს დაგებნევი როგორც თილისმა.
სხვისი ხარ ,მაგრამ ჩემთან დაგტოვებ,
რაც უნდა სული კორტნოს სინდისმა.
იცოდე ,როცა სხვას შეიყვარებ,
კრძალვით სიშორეს მე დაგპირდები.
გეტყვი, თავს ალბათ ვერ შევიკავებ,
-მე შენ მიყვარხარ, კი არ მჭირდები.


Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

irmagio (49)
ara. ra ziani. piriqit, dzalian mesiamovna, rom chemi naazrevi, vinmes sultan ase axlos agmochnda. erts gtxov kidev, tu ar gamibrazdebit-iqneb gaixsenot sad chagivardat es leqsi xelshi usataurod. tavsac nu daitvirtavt, tu ver gaixsenebt. winaswar gmadlobt.
#3, 10.12.2011 - 20:34
klasnikebshi wavawydi,tumca ver vixseneb sad.
gaixaret,marvali aseti gewerot
10.12.2011 - 22:33
irmagio (49)
მოგესალმებით! ეს ჩემი საავტორო ლექსია.გმადლობთ, რომ მოგეწონათ და თქვენს ბლოგში დადეთ, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა-სათაური, რატომ შეუცვალეთ?- ამ ლექსს მე '"ამეკვიატე" დავარქვი. ძალზედ დამავალებთ თუ მიპასუხებთ, ეს ჩემთვის საინტერესოა.
#2, 09.12.2011 - 16:08
zalian kargi,martla momwons
rac sheexeba sataurs,me satauris gareshe chamivarda es leqsi xelshi,shesabamisad ras axlos agmochnda chem sultan imit davasataure
ar mgonia amit rame ziani momeyena shentvis
09.12.2011 - 18:25
agni121 (39)
დილას -მზის სხივით გეჩურჩულები ,
დღე -შენს ნაფეხურს დავსდევ კვალდაკვალ,
#1, 09.12.2011 - 00:14
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.