Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით...

დედაა, რასაც პირველად ნახავ.
მამით იწყება გზებზე ფიქრები.
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.

ბავშვობა გადის და უცებ გადის.



ჩვენ გვიხარია, რომ უცებ გადის.
აღარ ჩანს - დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.

ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,
ვერც ჩვენ ვნახულობთ იმ საშიშ სოროს,
რომელიც დიდხანს მიჰყვება ხსოვნას
და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.

სამაგიეროდ, დღემდე ჩაკეტილს,
დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი
და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს
ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.

ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის
და აღარც დედებს არ ვეტირებით,
რადგან ზღაპრების გმირების დარად,
ვართ ბოროტები ან კეთილები.

და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,
ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.
ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,
ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.

და უცებ სულში შემოდის ქალი:
ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით...
და ტკივილამდე გახელილ თვალებს
ეცოტავებათ ზეცით ნათელი.

ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინვენლის მსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ
რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.

რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით...
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 42  |  negative votes: 1

Write comment:

cici2891 (27)
genacvale ra sakvareli xar:*
#7, 25.02.2012 - 22:50
kagia
#6, 10.12.2011 - 21:43
რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით...
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
#5, 10.12.2011 - 13:48
italianka (32)
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
#4, 09.12.2011 - 13:40
ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინვენლის მსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ
რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
#3, 08.12.2011 - 22:39
და უცებ სულში შემოდის ქალი:
ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით...
და ტკივილამდე გახელილ თვალებს
ეცოტავებათ ზეცით ნათელი.
08.12.2011 - 22:53
agni121 (39)
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
#2, 08.12.2011 - 22:12
08.12.2011 - 22:52
#1, 08.12.2011 - 22:09
08.12.2011 - 22:49
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.