Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NnIiNnIi blog

ეს ყოველივე თითქოს ნახატია

ეს ყოველივე თითქოს ნახატია,
და ამ ნახატებში ჰაერი არ ხატა..
ცა, ისევ ისეთი-ლურჯი და ცისფერია,
მზეც, ისევ ისეთი-ცხელი და მწველია,
წვიმაც, ისევე-ცივი და სველია,
ქარი, ჩემსავით გიჟი და სულელია. 
მაგრამ ყოველივე, რაღაც უფერული,
გახუნებული და თანაც უგძნობია.
ეს ყოველივე თითქოს ნახატია,
და ამ ნახატებში ჰაერი არ ხატა...
უშენოდ ცხოვრება არც ისე ადვილია,
ჩემს ღიმილში ხომ სევდა ურევია,
ფიქრები ჩემი შენით დაღლილია,
ამ სიყვარულში ხომ ტკივილიც ულევია
ცაც ცისფერია წვიმაც სველია,
მზეც კვლავ მწველი და ქარიც სულელია
თუმცა ამ პეიზაჟს მთავარი ნაკლი აქვს:
შენი სუნთქვა და ჰაერი აკლია.
დიახ ძვირფასო ეს სტრიქონები
ერთი ამოსუნთქვით შენთვის მიწერია,
ვინ იცის შენი ნახვა ეგებ არც მიწერია.
სული შემიგუბდა,რითმები ამერია
უშენოდ სიცოცხლე და სუნთქვაც ამერია,
ცოტა ჰაერი მიბოძე, ცა ხომ კვლავ ცისფერია
ალბათ ჩავისუნთქავ,ოდესმე,იმედია?!

 

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline NnIiNnIi (21)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.