Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
julilabardi blog

chemi gvirilebi

თუ ვერ შესძელი სიყვარული ჩემნაირ ქალის,
სანამდე წახვალ...მინდა, გულით შემოგევედრო:
სხვასთან რომ მიხვალ, ნუ მიუტან მას
ჩემს გვირილებს,
შემოინახე გულში ჩემთვის...სულ ნუ ჩამაქრობ!
გთხოვ მაპატიე, რომ გავბედე და დავიჯერე,
და მომეჩვენა, მზემ ჩემთვისაც გამოანათა,
მე ხომ ვიცოდი, მარტოობა იყო ჩემი გზა...
ცივი თვალებით...სინამდვილემ შემომანათა!...
სხვას ნუ მიუტან...ჩემს გვირილებს, ეს მაინც
შესძელ,
მე მაპატიე...რომ გავბედე კვლავ სიყვარული...
წავალ, გავქრები...თითქოს ისე, არცა
ვყოფილვარ,
ამ ცივ მიწაზე ვერ მოვიგე ვერავის გული!
ტკივილთან ერთად, შევეგუე, დაკარგული ხარ,
უკანასკნელი სიყვარულიც...ზამთარმა მოკლა,
სიტყვებმა უკვე დიდი ხნის წინ დაკარგა ძალა,
რაც დამრჩა უკვე...მე მარტოსულს მომიწევს
გავლა!
მე უკვე მოვკვდი, ძაფის წვერიც არ დამიტოვე,
ამ განაჩენს ხომ...დიდი ხნის წინ ველოდებოდი,
უკანასკნელი სიყვარულიც ხელში ჩამაჭკნა,
გთხოვ...მაპატიო...რომ მჯეროდა

გადამარჩენდი!


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.