Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog
მე დღესაც მჯერა რომ ეს სამყარო
შენგან იწყება შენით მთავრდება,
მე შევეცდები გრძნობა დავმალო
მაგრამ ვიცი რო არ გამომივა.
მე ერთხელ კიდევ მინდა შევიგრძნო
შენი ხელების სითბო, შეხება
შენილამაზი თბილი ხელების,
ჩემს გარდა ყველას რომ ეფერება.
მე ერთხელ კიდევ ჩავხედო მინდა
შენს მოციმციმე ცრემლიან თვალებს.
ო, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
მაგრამ ვაი რო ჩემი არ გესმის.
ჩემს გონებაში შენი ხატება
ხან სულ გაქრება ხანაც გაჩნდება,
მე რა ვქნა თუკი ჩემთვის სამყარო
შენგან იწყება შენით მთავრდება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.