Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1974mari blog

tu ginda getyvi agar miyvarxar...

თუ გინდა გეტყვი, რომ არ მიყვარხარ,
უღვთოდ ვტყუოდი-ფარსი დამთავრდა,
რომ გულს არასდროს შენი ხატების
გიჟური ტრფობის ცეცხლი არ სწვავდა...

თუ გინდა ხმაში ყინულს გავურევ
არც მზერას მატკენს შენი თვალები,
ჩვენ დავშორდებით ერთმანეთს ცივად
და შენ საკუთარ აღმართს აყვები,

მაგრამ თუ ერთხელ მაინც მობრუნდი
და მომაპყარი მზერა წვალებით,
ვიცი გამთქვავენ ჩემი გიჟური
და სიყვარულით სავსე თვალები...

თუ გინდა გეტყვი რომ არ მიყვარხარ,
და ნუ შემხედავ სიტყვებს მიენდე...
წადი! წაიღე სევდა თვალების
და თუკი ძალგიძს-აღარ დაბრუნდე!

თუ გინდა გეტყვი რომ

არ მიყვარხარ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.