Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
jana1111 blog

მენატრები!

მენატრები! სიგიჟემდე მენატრები, შენი ღიმილი მენატრება, შენი თვალები მენატრება. თვალები მზესავით ნათელი. ახლაც ყურში ჩამესმის შენი ხმა რომლის გაგონებაზეც ტანში ჟრუანტელი მივლიდა. იცი როგორ მენატრება შენი მოფერება? უშენოდ არ შემიძლია. ახლაც შენს საფლავთან მუხლდაჩოქილი ღამეებს ვათევ და ცრემლებს ვღვრი. რატო დამტოვე მარტო, ეულად, განა არ იცოდი რომ უშენობა არ შემეძლო. მიყვარხარ და მენატრები, მითხარი რა ვქნა? როგორ მინდა ახლა ჩემს გვერდით იყო, მაგრამ შენ მხოლოდ ჩემს მოგონებებში დარჩი. მახსენდება შენთან გატარებული ყოველი წამი. ისიც მახსოვს ტყუილად რომ გიბრაზდებოდი და გულს გტკენდი. ახლა ვხვდები რა სულელი ვიყავი. ამ ქვეყნიდანაც გულნატკენი წადი. ალბათ ჩემი ბრალია შენი ასეთი სიკვდილიც. ისე წადი აქედან შენთვის მიყვარხარც არ მითქვამს. ახლა კი ვნანობ მთელი გულით და სულით. ახლა ვხვდები თუ რა ძნელია უშენობა. ვიცი ჩემი ცრემლები ვერ გაგაცოცხლებს, მაგრამ მაინც ვტირი და ამით ვიკლავ შენთან ყოფნის წყურვილს. აქამდე შენთვის ვცოცხლობდი და ახლა ვისთვის ვიცოცხლო? ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემთვის. გახსოვს შენი გული მაჩუQედა მითხარი მოუარეო დღემდე "გულის ჯიბით" დამაქ, ყოველ ფეთქვაზე შენს თავს მახსენებს. მე მეტი აღარ შემიძლია მენატრები რა ვქნა?! მტრებსაც არ ვუსურვებ ასეთი მონატრება გამოსცადონ როგორსაც ახლა მე განვიცდი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline jana1111 (20)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.