Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nodo94 blog
ნუ დარდიანობ, შეწყვიტე გლოვა,
მომხდარს ვერ შეცვლის შენი ვაება.
დღეს ნაღვლიანი გეტყობა თრთოლვა,
და ცრემლებს სწირავ სევდის ღვთაებას.
წამი წარსულის, ქცეული აწმყოდ,
მომავლის წამში დაიდებს ბინას.
შენ კი გარდასულ წამებს რომ არ თმობ,
ვინ რას გიშველის? მითხარი, ვინ რას?
სიცოცხლე გრძელდება, სიმრავლით წამთა,
გზა გოლგოთისკენ ბევრჯერ შეუხვევს.
როგორც იესო, მკვდრეთით რომ აღსდგა,
შენც აღგადგინოს სთხოვე მეუფეს.
და როცა წარსულს გაატან ცრემლებს,
და თუ აწმყოში ცოცხლობ იმედით.
უნდა დაშორდე გოდების კედელს,
სიცოცხლით ტკბობით და მისი დიდებით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.