Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog
დამპალი ფილტვებიდან ამოვუშვი ორთქლი
და ფანჯრის მინას ჩაოვაფარე ფარდა.
ფარდაზე დავხატე მზე და პატარა ქოხი,
ფარდის ნახატი ოცნებას გავდა.
ირგვლივ მოვფანტე დამსხვრეული მზერა
-ოთახის პეიზაჟები დავლეწე.
თავი ვიგრძენი განდევნილ ბერად,
ხელი მოვისვი შავ წვერზე.
წარმოვიდგინე: ვითომ ჩემს გვერძე
ქალი ზის და ნიშნად ნუგეშის
ცდილობს მიმივიდეს გული მის მკერდზე,
მე კი, უხეში, უნძრევლად ვზივარ.
იქვე, კუთხეში პატარა-მე
ვერთობი გახეთქილ ბუსტზე მობმული ძაფებით.
ძაფს თითსე ვიხვევ, ნაწილს ვაქანავებ
ჯერაც უცოდველი პატარა თათებით.
კუტხიდან-კუთხამდე, ბუშტიდან-ქალამდე
დრო შეიკუმშა პატარა სივრცეში.
ეშმაკი ზის და სიგარეტს აბოლებს
ისედაც დახუთულ ოთახის სიცხეში.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.