Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
romantik blog

მოდი,მე და შენ ვიქეიფოთ,მარტო მე და შენ

მოდი,მე და შენ ვიქეიფოთ,მარტო მე და შენ.
სადმე გავშალოთ მცირე სუფრა,მდინარის პირად.

თამადად იყოს საყვარელი თვალების სითბო,
მხოლოდ ამას გთხოვ,ნურასოდეს ნუ ჩამთვლი გიჟად...
მერიქიფობა ბალახს ვთხოვოთ,სიმღერა ჩიტებს
ტაში დაგვიკრან ხის ფოთლებმა,იცეკვოს შველმა
მინდა გხედავდე ბედნიერს და სიცოცხლით სავსეს,
გაგიჭირდება?მხოლოდ მე ერთმა შევძლო შველა.
რაღაც ისეთი მინდა გითხრა რაც არასოდეს
არ დაწერილა,არცა თქმულა,არც უმღერიათ,
მინდა მოგეკრა,როგორც ჩვილი,უმწეო ბავშვი,
თურმე რა ძვირი ღირებულა რაც უთქმელია.
თურმე სიტყვებით ვერასოდეს ვერ გეტყვი სათქმელს,
თურმე სიტყვები კოტრდებიან გულის ბირჟაზე.
მე შენ მჭირდები,როგორც წყალი,როგორც ჰაერი,
მე მეყვარები მანამ,სანამ ვივლი მე ამ მიწაზე.
სანამ ვარსებობ,მეგზურობა შენი მჭირდება,-
შენთვის და ჩემთვის,შვილებისთვის,ჩვენი ერისთვის.
შენს მტკიცე ხელებს დავეყრდნობი,ნაბიჯს აგიწყობ.
შენთვის ვიცოცხლებ,თუ მოვკვდები,შენთვის ერთისთვის.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

barbale (37)
თურმე სიტყვები კოტრდებიან გულის ბირჟაზე.
#2, 16.12.2011 - 02:19
BASTI2 (29)
მოდი,მე და შენ ვიქეიფოთ,მარტო მე და შენ.:)))) ra magari sityvebia :))
#1, 16.12.2011 - 01:14
მეც ძალიან მომეწონა მადლობა
16.12.2011 - 01:16
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.