Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ეშხით,

დახუჭე თვალნი, განაგდე ვნება.
რა ძნელი არის იმ ათ მცნებიდან
დაიცვა მუდამ ეს ერთი მცნება

რომ არ შეხედო ლამაზ ქალს ვნებით!
ალბათ თვით უნდა იყო იესო,
გამიგონია ამბავი ერთი.
ლამაზით ბერიც შეაცდინესო

საიდან მოდის ლექსი ნეტავი?
ან ეს ამბავი ეხლა რად მინდა?
ცოდვილო სულო რა სიტყვებს ბედავ
მკრეხელის ტიტულს ვიცი დაიწნავ!

ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ვნებით!
მაგრამ ლამაზმა თუკი შეგხედა?
თუ შემოგინთო უშრეტი ცეცხლი
ჰაეროვანი კოცნაც შეგბედა?

მაშინ რას იზამ მარტოკა ლექსით?
ან როგორ უნდა დახუჭო თვალი?
ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ვნებით,
ნუ შეგაცდენსო ლამაზი ქალი..

კიმაგრამ განა კაცის ბრალია
განა ქვა არის ან კიდე რვალი?
თუ შეაცდენდა მაშინ უფალო
რად გააჩინე ამქვეყნად ქალი?

ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ვნებით,
დახუჭე თვალნი განაგდე ვნება
რა ძნელი არის იმ ათ მცნებიდან.
დაიცვა მარტო ეს ერთი მცნება


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.