Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mufccr81 blog

სხვა საქართველო სად არის

ქართველთ გატეხეს მომხვდურნი ძლიერი დარტყმით სწორითა,
წითლად შეღებეს ველები, სისხლის ტბით დანატბორითა,
გაშმაგებული ცხენები გზას იკაფავენ ტორითა,
გადაშავჭრელდა მიდამო გაჟლეტილ მტერთა მძორითა,
გარბიან, იპარებიან ტყითა, მთითა და გორითა.

მსოფლიო შემოიარა ხმამ, დაუღლელმა ქებითა,
დიდგორის ველზე ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებითა,
ლათინურ-სომხურ-არაბულ-სპარსული ლეგენდებითა,
მესიის მახვილს-დიდ დავითს აქებენ დაკვირვებითა,
მუსულმანთ უძლეველობის მითი დაემხო რქებითა


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

mufccr81 (35)
#2, 16.12.2011 - 02:02
te-o (29)
ქართული ენის ბგერა ვარ,
ნაკარნახები გულისა,
მონა ვარ ყურებდაჭრილი
სამშობლოს სიყვარულისა.
მინდა , რომ ვიყო მალამო
იმის ჭრილობის წყლულისა,
ათასი ჭირის მნახველის,
ათასჯერ გაყიდულისა.
ან ტოტი ვიყო იმ ვარდის,
ეკლებში ამოსულისა.
რო ზედ ბულბული გალობდეს,
სმენა ტკბებოდეს ყურისა,
ანაც სამსხვერპლო ზვარაკი
ჩვენის წესის და რჯულისა,
ან ერთი თესლის მარცვალი
იმ წინაპართა ხნულისა,
ვინაც სამშობლოს იცავდნენ
და მსხვერპლნი გახდნენ შურისა,
ერში დატოვეს სახელი,
ჭირიმე იმათ სულისა.
მაგრამ არც ერთი არა ვარ,
თქმა მმართებს სინანულისა,
გუდა ვარ, ფიქრთა საწყაო
ძირგავარდნილის ჭურისა.
#1, 16.12.2011 - 02:01
 

User
offline
offline mufccr81 (35)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.