Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

ვერის ხიდზე

ვერის ხიდზე მძიმე ღამით თმაგაშლილი ქარი მღელის.
ლანდი დასტვენს ვერის ხიდზე: ლანდი თოვლის და ნამქერის.
ვერის ხიდზე ქარი ზუის მწვანე ზღაპარს ანიავებს.
ვერის ხიდზე ქარი გიჟი დავლურს უვლის: სტვენს და ჰკივის.
ჭინკა ჭინკას მისდევს ცეკვით. კუდიანი ხტის და ჰკივის.
ვერის ხიდზე ველურ ხმაზე ქარი აყრის მტკვარს სიამეს.
სისხლის ლანდი ვერის ხიდზე გულს ეჭრება მძიმე ღამეს.
მძიმე ღამით ვერის ხიდზე მთვრალი ქარი სატრფოს ელის-
ვერის ხიდზე ქეიფია გამართული გიჟი ველის

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.