Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tamazi85 blog

წუხილი სამშობლოზედ

ჩემო სამშობლოს მთებო,

ძალიან გეფერებით,

მასურს თქვენთან განვისვენო,

ვერ გტოვებთ, ვერ გელევით.

ჩემო სამშობლოს მთებო,

დარდი მაქვს გულში ერთი,

მინდა რომ თქვენ გაგენდოთ,

ისმენდეს კიდევ ღმერთი

ბევრის გამხდარხარ მოწმე,

ბევრის სიხლის და ცრემლის,

რომ მტერი ბრძოდა ქართველთ,

დამანგრეველი რწმენის.

თუმც დღემდე მოაღწია,

ამ ერთმა ციდა ერმა,

რწმენით და ღმრთისა მადლით,

შევინარჩუნეთ ენა.

დღეს კი რა ხდება ღმერთო,

სულ აირია ერი

როგორც არასდროს ისე,

შემოგვეჯარა მტერი.

მიწას ყიდიან ქართულს,

ყოველ გოჯსა და მტკაველს,

,,გოიმად” თვლიან ყველა,

მართმადიდებელ ქართველს.

ტალახში სვრიან სვინდისს,

მეხოტბეები ცოდვის,

ამპარტავანთა მოდგმა,

ურჩები თავის მშობლის.

ის დაგვავიწყდა ერსა,

რომ ღმერთია ჩვენი მხსნელი,

მოველი იმ დღეს როცა,

ჯვარით იძლევა მტერი.

როდის მოხდება ნეტავ,

რომ დავბრუნდებით,

ერთსულ ვიქნებით ყველა,

ერისკაციც და ბერიც?

ღმერთო ამრავლე მარად,

შენი ერთგული მრევლი,

ეს მაწუხებს და მტკივა,

თვალზედ გორდება ცრემლი....

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline tamazi85 (32)
საქართველო, საქართველო, ქუთაისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.