Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

ეს მონატრება

ეს მონატრება უმზეობაა ღრუბლიან ცაზე...სიყვარულს გამქრალს დავეძებდი,ვეკიდე ხავსზე...შემოდგომის ფერს უმატია მოგონებებშიწარსულის აჩრდილს ვერ ვიშორებ ტკივილით სავსეს...

რა უგემური სინათლეა დღეს ჩემს ქუჩაზე,

უშენოდ ვიტან ცხოვრებას და ვერ ვეგუები...

ის ვნება მიყვარს ,მზესთან ერთად სადაც დაგტოვე...

ის ფიქრი მიყვარს,სადაც მხოლოდ შენ მეგულები...

მომნატრებიხარ,გაზაფხულივით მომნატრებიხარ.

მაისის წვამად გადაქცეულო ჩემო სიგიჟევ ,

აპრილმა მინდა შენთან ერთად გულში ჩამიკრას...

დაბრუნდი დროზე დამეკარგა მგონი სიმშვიდე...

შემოდგომის პირს წვიმა ჭყივის და უგულობით ცრის...

უმზეო დარდებს სექტემბერი თითქოს დასცინის,

უოცნებობა შესჩენიათ ფოთლებს ნაღვლიანს,

ყურძნის მტევნებიც გრძნობენ ამას ვენებდაჭრილნი...

მომნატრებიხარ,უსაშველოდ მომნატერბიხარ...

ეს მონატრება უმზეობაა ღრუბლიან ცაზე..


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.