Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

სიკვდილო, მეცეკვე სიკვდილამდე

სიკვდილო, მეცეკვე სიკვდილამდე,
სიცოცხლემ მსურს ტაშით გამაცილოს,
ნასუფრალს მოადგა ფლიდი ღამე,
მთვარე სხეულიდან გასვლას ცდილობს.
მანამდე დამისხი, კიდევ ერთხელ,
ტკივილი, ბოლომდე გავილეშო,
ცხოვრებას ძალიან ცუდად ვენდე,
იმედებს სულიც რომ შევალეწო.
გიტარა, ავირჩევ ბრმა მუსიკოსს,
წვეთები მასკდება მკერდზე ღილად,
სველ ტანზე მხეცივით დაბუინობს,
ბოჰემამ იფეთქა გენებიდან.
ნაკვთებზე ჩრდილები თამაშობენ,
გრძნობები იცვლება, სევდა-შვებად,
თითები ბგერებში ბანაობენ
და ცა ჩემს ფეხებთან ენარცხება.
ტერფებით დავითვლი მკრთალ ვარსკვლავებს,
დავბზარავ ჭრელ კედლებს ნაწვიმარზე,
კვამლში ბოლო ამბოხს ანაფაზებს,
ტუჩები,
ქარიშხლად დავიბადე.
სიკვდილო, ვხედავ რომ შენს თვალებში,
სურვილად ვანთივარ, გჭამს ვნებები,
აიშვა ბოჰემამ, სიკვდილამდე
მეცეკვე და მერე დაგნებდები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.