Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

შენთან,რომ ვიყო ...

შენთან,რომ ვიყო ...დავანთებდით ალბათ ბუხარს დაჩაის ფინჯანში ჩავადნობდი თაფლის სიტკბოებს...არ მოვიწვევდით ყარაჩოღლებს ზურნა-დუდუკით

და არც ატლასში გამოხვეულ ცქმუტა კინტოებს...

არ ვიდარდებდით არც წვიმაზე, ქარზე, ავდარზე,

არც იმ ღობეზე ბაღჩის ბოლოს ,რომ დარღვეულა...

სევდა შეკრავდა გუდა-ნაბადს ბუზღუნ-ბუზღუნით

და ორღობეში გაიკვლევდა სავალს ეულად....

დამილაგებდი ჭრელ ბალიშებს ხერხემლის ქვეშ და

ჩემს შეხებაზე ოდნავ, მაგრამ დაიბნეოდი...

და როცა მზერა შეხვდებოდა ნამიან მზერას

თვალების იქით მარცვალ-მარცვალ ჩაიპნეოდი...

გაიხსენებდი პირველ სტრიქონს, პირველი ლექსის,

მრავალძარღვაში გადახლართულ მწვანე სამყურებს...

და ისე ახლოს ისუნთქებდი ვერსამყოფ ჰაერს,

რომ დააფრთხობდი ბიბილოზე ვერცხლის საყურეს...

მოგინდებოდა ათვლა, დათვლა ღილთა ჭრილების

და საფეთქელთან ცელქი ძარღვის ტუჩით დაჭერა...

ფიქრში მეტყოდი "მიყვარხარო" თითქოსდა იცი,

ხმამაღლა როცა მეუბნები მაშინ არ მჯერა...

შენთან ,რომ ვიყო,დავანთებდით ალბათ ბუხარს და

არ მოვუწყობდით ლოდინს უკვე ახსნა-გამოცდას...

და როცა შეშა ნაკვერჩხლებში მიილეოდა

მოვიფიქრებდით ერთად ...

ერთად... რამეს საოცარს..


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.