Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nona-q blog
იცი მე ... დავიღალე .... ხანდახან ვიკარგები საკუთარ თავში! ვიკეტევბი ჩემს სივრცეში, სხვა განზომილებაში. ხანდახან ჩემი თავი მონსტრი მგონია! ხანდახან მიხარია! ხანდახან სულაც არ მიხარია! ამ ბოლო დროს განსაკუთრებით! ხანდახან სულაც არ მინდა ლაპარაკი! ჩემს თავთანაც კი. იმიტომ რომ ჩემს აზრებზე ჩემს მეორე მეს მოეშლება ნერვები და მერე დაიწყება ფიქრთა არეულობა , ფრენა, დიფუზია აფეთქება გონებაში! ხანდახან სულ სახლში ვარ! არავის ნახვა არ მინდა ! ვწევარ! ვისვენებ, მაგრამ ავდგები თუ არა დაღლილი ვარ, ხანდახან ვფიქრობ წარსულზე რომელიც არ გამაჩნია! ხანდახან მომავალზეც, რომელიც დაუგეგმავია! მაგარამ რა? ხანდახან სულაც არ ვფიქრობ ჩემს თავზე, ალბათ ეს ჩემი მეების მინუსია! ხანდახან ვერ ვეგუები ჩემს თავს მინდა დავტოვო ეს სხეული და წავიდე ! სად არ ვიცი სადმე სადაც სიტყვა ხანდახან არ არსებობს ! გარემო მომბეზრდა! ახალი გაცნობილი ადამიანები ვერ ახდენენ ჩემზე შთაბეჭდილებას იმიტომ , რომ ეს მიმიკები, მიმართვა საქციელი უკვე მინახავს, ერთფეროვანია. ხანდახან ხომ კარგად ვარ, მაგრამ აქ მაინც სიტყვა ხანდახანს ვხმარობ, რომელიც ძალიან მომბეზრდა. ხანდახან შავია ყველაფერი ხანდახან თეთრი, თითქმის ფერადს ვეღარ აღვითქვამ, ზოგჯერ მგონია რომ პატარა თეთრი წერტილი ვარ შავ ფურცელზე, რომელსაც მალე გააშავებენ! ხანდახან თბილა მზეა, მაგარმ ამ ბოლო დროს ხშირად წვიმს! ხანდახან მინდა ჩემს თავს სხვისი თვალით შევხედო რომ ჩემი მინუსები დავინახო! მინდა გამოსწორება, ხანდახან მინდა ყველასთვის უცხო ვიყო, ალბად ამ დროს ჩემს თავს არ ვეკუთვნი. და ბოლოს მაინც არ მეშვება ეს სიტყვა ''ხანდახან''!


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nona-q (48)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.